მიზნები და ამოცანები

2011 წლის 15 აპრილს, შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;

სახმელეთო (საავტომობილო, სპეციალური) ტრანსპორტის დარგში (შემდგომ – დარგი) მასზე დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება;

დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში და დასამტკიცებლად სამინისტროში წარდგენა;

დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა უფლებამოსილების ფარგლებში;

დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატებისა და დაშვების მოწმობების გაცემა და ამ ნებართვებით, სერტიფიკატებითა და დაშვების მოწმობებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დარგის განვითარების, მისი საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, მოქმედ პრიორიტეტულ საერთაშორისო კონვენციებთან, ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან მიერთებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა;

დარგში სატრანსპორტო მიმოსვლასა და უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული საქართველოს სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრების უზრუნველყოფა გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშებით,  კანონმდებლობით დადგენილი წესით;

სატრანსპორტო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ეროვნულ გადამზიდველთა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა უფლებამოსილების ფარგლებში;

ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად, დარგობრივი რეაგირების გეგმის შემუშავება;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვა.

სახმელეტო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აღრიცხვა, ანალიტიკური დამუშავება და ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება.

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია:

დარგის განვითარების ხელშეწყობა მისი საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით, ასევე სააგენტოს ამოცანაა საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა

|