არარეგულარული გადაყვანა თურქეთის რესპუბლიკაში

საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესახემ  თურქეთ-საქართველოს შორის 2018 წლის 18-19 სექტემბერს ქალაქ ტრაპიზონში გამართული გაერთიანებული კომიტეტის მორიგი შეხვედრის საოქმო გადაწყვეტილების (3. სამგზავრო გადაყვანები)   საფუძველზე ქვეყნებს შორის ორმხრივი არარეგულარული (დახურული კარით) მგზავრთა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის 1995 წლის 7-8 ივნისის #95/2 რეზოლუციით „International Passenger Transport by Buses  and Coach” განსაზღვრული საკონტროლო დოკუმენტის (მგზავრების სია) თანხლებით.

თან უნდა იქონიოს თურქეთის წერილი.

საკონტროლო დოკუმენტის ბლანკი

საკონტროლო დოკუმენტის შევსებული ნიმუში

გადამზიდველმა ასევე თან უნდა იქონიოს:

) თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს შესაბამისი წერილი;

) ავტობუსის სარეგისტრაციო მოწმობა;

) შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა;

შენიშვნა:  თურქეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა არარეგულარული გადაყვანის შემთხვევაში წარმოებს ერთჯერადი ნებართვის

                    თანხლებით, რომელიც გაიცემა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

             აზერბაიჯანთან,  ბელარუსთან, უკრაინასთან, ბულგარეთთან, იტალიასთან, მოლდოვასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, მოლდოვასთან და  რუსეთის ფედერაციასთან  არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა (ორმხრივი და ტრანზიტული) ხორციელდება ერთჯერადი ნებართვის თანხლებით, ეომელიც გაიცემა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

|