ტრეინინგები (IRU)

გაცნობებთ რომ 2016 წლის 15 თებერვლიდან, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში დაიწყო „CPC მენეჯერის მოსამზადებელი ტრეინინგები სატვირთო

გადაზიდვებში“. სწავლება მოიცავს დარგში არსებულ 6 ძირითად მოდულს:

  1. სამართლებრივი საკითხები
  2. ფინანსური საკითხები
  3. ბაზარზე დაშვება
  4. ტექნიკური სტანდარტები
  5. უსაფრთხოება
  6. ჯანდაცვა

სწავლების პროგრამა აკრედიტირებულია IRU – საერთაშორისო საავტომობილო კავშირის მიერ და საფუძვლად უდევს ევროკავშირის დირექტივა 1071/2009 EC.
მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა საერთაშორისო საავტომობილო კავშირის დიპლომი, რომელიც აღიარებულია ევროკავშირისა და IRU-ს ყველა წევრი ქვეყნის მიერ.

სწავლების გრაფიკი: სამუშაო დღეები – 18:00  – 21:30

საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 36 55 01

 

 

|