საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია (თუ ის არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას) მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვერყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების საფუძველზე განთავსებულია საჯარო ინფორმაცია სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 26 დეკემბრის N68 ბრძანების შესაბამისად.
საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი სააგენტოში წარადგენს წერილობით განცხადებას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 6 იანვრის No1-1/4 ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტის შესაბამისად. მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე გამოიყენონ ელექტრონული პორტალი www.my.gov.ge
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი
- მთავრობის დადგენილება N 219 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ
- ბრძანებები საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ (იხ.თანდართული ფაილი: 1, 2, 3.)
- საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები:
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი: საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე ირინე გიორგობიანი
ტელეფონი: (+995 577) 274400
ელ. ფოსტა: igiorgobiani@lta.gov.ge
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა იმნაიშვილი.
ტელეფონი: (+995 577) 40 09 69
ელ. ფოსტა: public@lta.gov.ge
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა – ფშაველას გამზ. 16
ტელ.: (+995 32) 2 36 55 01. |
==================================== |
ქ. ბათუმის ოფისი:
მისამართი: ქ. ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის 70/72 ქ. ბათუმის რეგიონალური განყოფილების უფროსი ხათუნა კვინიკაძე. ტელ.: 577 24 09 22 ==================================== |
ქ. ფოთის ოფისი:
მისამართი: ქ. ფოთი გორგასლის #22 ქ. ფოთის რეგიონალური განყოფილების უფროსი სოფიო ბოკუჩავა. ტელ.: 577 98 81 17 |
- ადმინისტრაციული ორგანო
- ზოგადი საჯარო ინფორმაცია
- საკადრო უზრუნველყოფა
- შესყიდვები
- ფინანსები და ხარჯთაღიცხვა
- სამართლებრივი აქტები
- სხვა