მონიტორინგი

ანალიზისა და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და მეწარმეთა აღრიცხვა;

კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება მეწარმე სუბიექტთა რეპუტაციის, ფინანსური სტაბილურობისა და კომპეტენტურობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის ფორმირება;

ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია, ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;

კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მათი დარღვევისას ან/და ეროვნული გადამზიდველების მიერ დაშვებულ დარღვევებზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, დარმღვევ პირთა მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესატყვისობის დამადასტურებელი ECMT-ს სერტიფიკატებით და სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობებით განსაზღვრული პირობების დაცვის მონიტორინგი და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარების უზრუნველყოფა;

სააგენტოში შემოსული განცხადებების, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

სახმელეთო ტრანსპორტის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების და სამართალდამრღვევი მეწარმე სუბიექტების აღრიცხვის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვა.

|