სამგზავრო გადაყვანები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები, საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები
საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:
საქართველოს საზღვრიდან 100 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 400 ლარი;
საქართველოს საზღვრიდან 100-დან 1000 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 2000 ლარი;
საქართველოს საზღვრიდან 1000 კმ-ზე მეტი სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 3000 ლარი;
საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – თითოეულ ქვეყანაზე 70 ლარი (იხ. დანართი)