სამგზავრო გადაყვანები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეებისაფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

საერთაშორისო საავტომობილო მრავალჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის:

საქართველოს საზღვრიდან 100 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 400 ლარი;

საქართველოს საზღვრიდან 100-დან 1000 კმ-მდე სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 2000 ლარი;

საქართველოს საზღვრიდან 1000 კმ-ზე მეტი სიგრძის თითოეულ მარშრუტზე – 3000 ლარი;

საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის – თითოეულ ქვეყანაზე 70 ლარი (იხ. დანართი)

|