სემინარი საბაგირო ტრანსპორტის სფეროში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საბაგირო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის მ.წ. 30-31 იანვარს გამართა სემინარი (ვორკშოპი), რომელზეც სწავლებისა და ტრენინგის მიზნით, აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების გასაცნობად დარგის ცნობილი ევროპელი სპეციალისტების მიერ გაშუქებული იქნა საქართველოსთვის აქტუალური თემატიკა –

საბაგირო ტრანსპორტის ახალი ტექნოლოგიები და ტენდენციები, მისი როლი და
მნიშვნელობა მთლიან რეგიონებსა და ქალაქის პირობებში.

სემინარზე, რომელიც ჩატარდა ევროკომისიის პროგრამა „ტაიექსის“ მხარდაჭერით, პრეზენტაციებით წარსდგენ სპეციალისტები ევროკავშირის ქვეყნებიდან:  გაეტან რიუ – საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული მექანიკური ამწეებისა და მართვადი ტრანსპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; ვიქტორ ანტონიო – საფრანგეთის ქალაქ ბრესტის მერიის გიდირებული ტრანსპორტის (ტრამვაი და საბაგირო გზები) სამსახურის უფროსი და იორგ შრეტნერი – ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საბაგირო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სხვა საკითხებთან ერთად, ვორკშოპზე განიხილული იქნა შემდეგი თემები: საბაგირო გზები ქალაქის პირობებში – გამოყენების სფერო; ევროკავშირის რეგულაცია 2016/424 საბაგირო მოწყობილობების შესახებ (ანაცვლებს 2000/9 რეგულაციას); საბაგირო ინსტალაციების ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის პროცედურები ავსტრიაში; საბაგირო გზების ინტეგრაცია ურბანულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში ქალაქ ბრესტის მაგალითზე და სხვა.

განხილული საკითხები და მოხსენებები, მომზადდება და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ინტერნეტითა და ბეჭდური გამოცემის სახით.

იხილეთ ევროპელი სპეციალისტების მიერ სემინარზე წარდგენილი პრეზენტაციები:

ვიქტორ ანტონიო – საფრანგეთის ქალაქ ბრესტის მერიის გიდირებული ტრანსპორტის (ტრამვაი და საბაგირო გზები) სამსახურის უფროსი

ქალაქ ბრესტის საჰაერო საბაგირო გზა

ბრესტის საბაგირო გზა (სადემონსტრაციო ფილმი)

დავიდ დიუბუა – ორგანიზაცია Cerema – ს, ინოვაციური სისტემების კვლევითი სამუშაოების ხელმძღვანელი

საჰაერო საბაგირო გზები ქალაქის პირობებშიფრანგული გამოცდილება

იორგ შრიოტნერი – ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საბაგირო გზების დეპარტამენტის უფროსი

საბაგირო ტრანსპორტის ავტორიზაციის ავსტრიაში მოქმედი წესები (მშენებლობისა და ექსპლოატაციაში მიღების სანებართვო პროცედურები) 

იორგ შრიოტნერი – ავსტრიის ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საბაგირო გზების დეპარტამენტის უფროსი

საბაგირო ტრანსპორტის ახალი რეგულაციები ევროკავშირში

სემინარის ფოტოები

no images were found

|