ავტო-პარკინგი

 

 

 

აღწერა

გთავაზობთ თანამედროვე ნავიგაციის სისტემას (TRANSPark), რომელიც უკვე მუშაობს 2009 წლიდან და გავლილი აქვს აკრედიტაცია საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირის (IRU) და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის მიერ (ITF). TRANSPark დაგეხმარებათ, როგორც სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, ასევე სატვირთო ავტომანქანების პარკის მენეჯერებს იპოვოთ თქვენთვის უსაფრთხო და მოსახერხებელი ავტოპარკირების ადგილები 40-ზე მეტ ქვეყანაში. გაძლევთ შესაძლებლობას ზუსტად და ეფექტურად დაგეგმოთ მარშრუტები მართვისა და დასვენების რეჟიმების გათვალისწინებით.

გააჩნია უნიკალური ძებნის სისტემა
  • პროგრამა წარმოდგენილია 4 ენაზე (ინგლისური, რუსული, ფრანგული და თურქული)
  • ავტოპარკირების ადგილის ძებნა (Search) ქვეყნის, არეალის და მითითებული რადიუსის (50კმ, 100 კმ, 200 კმ…) მიხედვით.
  • ავტოპარკირების ადგილის ძებნა თქვენთვის მოსახერხებელი მომსახურებების გათვალისწინებით (სასტუმრო, ტექმომსახურება, კვება, მედპუნქტი….)
  • მარშრუტის ძებნა და დაგეგმვა (Route Planner) ორ პუნქტს შორის მესამის გავლით (წარმოდგენილი გზებით, მაგისტრალებით, მანძილებით…)
  • საკუთარი ან ხელსაყრელი ავტოპარკირების ადგილის რეგისტრაცია და/ან განთავსება რუკაზე (Add a parking area).
  • საკუთარი ავტოპარკირების ადგილის მარკეტინგის (Manage my parking areas) მენეჯმენტი (დარჩენილი თავისუფალი პარკირების ადგილები, ფასები, სხვა მომსახურებები)

ასევე სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები, რაც უფრო მოქნილს, უსაფრთხოს და კონფორტულს გახდის თქვენს საქმიანობას

გთხოვთ იხილოთ:
აპლიკაციები ANDROID https://play.google.com/store/apps/details?id=org.iru.mobile
აპლიკაციები IPhone http://www.apple.com/itunes/affiliates/download/
|