მგზავრთა გადამყვანი კომპანიებისა და ავტოსადგურების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ!

10.07.2020

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივნისის №345 დადგენილებით ცვლილებები შევიდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში, კერძოდ, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის რედაქცია შეიცვალა და „ბ)“ ქვეპუნქტით (ჩერდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 8 ივნისიდან გაუქმებულია.

დანართი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები (ე.წ.„გაიდლაინები“), რომელთა დაცვაც უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სამგზავრო გადაყვანების განხორციელების დროს.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი

|