თურქეთის მიერ განხორციელებული ღონისძიებები საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 4 აპრილის ცირკულარი, დაკავშირებული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებთან შეიცვალა 2020 წლის 27 აპრილს და ამ ცირკულარის შესაბამისად:
- მოხდება მძღოლების ჯანმრთელობის შემოწმება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, დაავადების (COVID-19) სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უცხოელ მძღოლებს არ ექნებათ თურქეთში შესვლის უფლება, ხოლო თურქი მძღოლები დაექვემდებარებიან კარანტინს;
- თუ დაავადების (COVID-19) სიმპტომები არ გამოვლინდა:
- ტრანზიტის შემთხვევაში (იგივე წესები იმოქმედებს): ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გაივლიან თურქეთის ტერიტორიას ტრანზიტულად აღიჭურვებიან GPS სისტემით და დაიშვებიან თურქეთში შესასვლელად და ქვეყნის დასატოვებლად მიეცემათ დრო, 24 ან 36 საათი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებამდე არსებული მანძილიდან გამომდინარე. ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს 48 საათამდე, მოძრაობის ან/და ამინდის პირობების გათვალისწინებით. ტრანზიტში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გამოიყენებენ განსაზღვრულ მარშრუტებს, სადგურებს /ავტოსადგომებს;
- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების შემთხვევაში თურქეთიდან/თურქეთში; უცხოელი მძღოლები შეძლებენ თურქეთში შესვლას, 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის მოლოდინის გარეშე, იმ პირობით, თუ ისინი თურქეთის ტერიტორიას დატოვებენ 72 საათში (72 საათის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 24 საათით მოძრაობის/ამინდის/საბაჟო პროცედურების გათვალისწინებით);
- თურქი მძღოლები შეძლებენ 14 დღის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიის დატოვებას;
- თურქეთისთვის პრიორიტეტული იქნება გადაუდებელი მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობებისა და საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება;
- შეზღუდვები ირანის და ერაყის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით ისევ ვრცელდება (არ არის ნებადართული მოძრაობა, მხოლოდ უცხოური წარმოშობის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს შეეძლებათ დატოვონ აღნიშნული სასაზღვრო გამშვები პუნქტები, იმ პირობით, რომ ისინი ხელახლა არ განახორციელებენ იგივეს).
- Ro-Ro ოპერაციები ხორციელდება მძღოლების გარეშე (მიიღება მხოლოდ ნახევრად მისაბმელები/ მისაბმელები).
(არაოფიციალური თარგმანი)