რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე (მოსკოვი) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ!
მოსკოვის მერის 2020 წლის 21 აპრილი ბრძანების №47-УМ შესაბამისად, ნებადართულია სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მოსკოვში ღამით 22:00 საათიდან 06:00 საათამდე ციფრული ნებართვის (Цифровой Пропуск) გარეშე, ხოლო დღის განმავლობაში სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისათვის საჭიროა საშვი (ნებართვა), როგორც ადრე, პანდემიის (COVID-19) დაწყებამდე.