გადამზიდველთა საყურადღებოდ!

(არაოფიციალური თარგმანი)

№02-81

ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გამოხატავს თავის ღრმა პატივისცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ და პატივი აქვს აცნობოს შემდეგი.
ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის ინფექციის არ დაშვებისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უწყებათშორისი კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, 2020 წლის 9 აპრილის ”ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელების არ დაშვების ზომების შესახებ” მიღებულია ზომები ყაზახეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის აკრძალვის შესახებ სხვა ქვეყნებიდან შემომავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც მიემართებიან მესამე ქვეყნებში, სადაც დაწესებულია აკრძალვა შესვლაზე.
გთხოვთ, აცნობოთ ყველა დაინტერესებულ ქართულ ორგანიზაციასა და უწყებას.
საელჩო სარგებლობს შემთხვევით, რათა კვლავ დაუდასტუროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი ღრმა პატივისცემა.
თბილისი, 2020 წლის 18 აპრილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქ.თბილისი

იხილეთ თანდართული ფაილი

|