თურქმენეთის ტერიტორიაზე ტვირთზიდვის მსურველთა საყურადღებოდ!
წარმოგიდგენთ საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ნოტას, რომლითაც თურქმენეთის მხარემ გვაუწყა, რომ ახალი „COVID-19” კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 1 აპრილიდა 1 მაისის ჩათვლით იზღუდება თურქმენეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უცხოელი მძღოლებისათვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას, მათ შორის ტრანზიტული სვლითაც.