„გადამზიდველთა საყურადღებოდ! თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ახალი რეგულაციების შესახებ“
თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო
09/04/2020
თემა: საერთაშორისო სატვირთო ტრანსპორტი
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, ბევრ ქვეყანასთან საზღვრის გადაკვეთა შეჩერებულია და აკრძალულია მრავალი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა აკრძალულია, მაგრამ, ცირკულარულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ საჭირო პირების შემოსვლისა და გასვლის შესაბამისი წესები და რეგულაციები, განსაკუთრებით მძღოლების მიმართ, განისაზღვრება ჯანმრთელობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან კოორდინაციით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საერთაშორისო ვაჭრობის უწყვეტობა. ამ ჩარჩოს ფარგლებში, ირანისა და ერაყის საზღვრები დაიხურა (ეს საზღვრები ღია ექნება მხოლოდ უცხოური ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლების გასასვლელად, დაბრუნების გარეშე).
საერთაშორისო ვაჭრობის მიზნებისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და მძღოლებს, რომლებიც შემოდიან/გადიან ჩვენს ქვეყანაში/ქვეყნიდან, ასევე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და მძღოლებს, რომლებიც ტრანზიტით გაივლიან ჩვენს ქვეყანას, მიეცემათ საზღვრების გადაკვეთის უფლება შემდეგი პირობების დაცვით:
- ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მძღოლები:
1.კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ჯანმრთელობის შემოწმება განხორციელდება სამედიცინო განყოფილებების მიერ და იმ პირს / პირებს, ვისაც აქვს დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები, არ მიეცემათ გავლის უფლება.
2.შემოსული სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება დეზინფექციას.
3.მძღოლებმა უნდა ატარონ ნიღბები ნებისმიერ წერტილში, როდესაც ისინი შეიძლება იყვნენ სხვა ადამიანებთან კონტაქტში, ჰქონდეთ ნიღბების საკმარისი რაოდენობა და სადეზინფექციო საშუალებების და საკვების დიდი ხნის მარაგი.
4.საბაჟო ადმინისტრაციები განსაზღვრავენ მარშრუტებს და დასასვენებელ / პარკინგის ადგილებს ტრანზიტულად მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მათ მიეცემათ უფლება დატოვონ ქვეყნის ტერიტორია უშორეს სასაზღვრო გადასასვლელამდე გადაადგილების შემთხვევაში – 36 საათის განმავლობაში, ხოლო სხვა სასაზღვრო გადასასვლელებიდან გასვლის შემთხვევაში – 24 საათის განმავლობაში, ყველა სატრანსპორტო საშუალების “სატრანსპორტო საშუალების თვალყურის დევნების სისტემის” კონტროლის ქვეშ. (მოცემული დრო საგზაო მდგომარეობის, ამინდის პირობების, საბაჟო პროცედურების დაყოვნების და ა.შ. გარემოებების გათვალისწინებით, შესაბამისი საბაჟო ადმინისტრაციის მიერ 48 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს, საბაჟო გამშვები პუნქტის სამუშაო დატვირთვიდან და ა.შ. გამომდინარე).
5.დასვენები/პარკინგის ადგილებში, რომლებიც განისაზღვრება საბაჟო ადმინისტრაციების მიერ, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მიღებული იქნება შესაბამისი გუბერნატორის / რაიონის გამგეობების მხრიდან.
6.წერილობითი ვალდებულება ტრანზიტით მიმავალ მძღოლებზე გაიცემა შესასვლელ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებების მხრიდან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი არ გაჩერდებიან ან არ იქნებიან ლოდინში უმიზეზოდ. მათ ეცნობებათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებათ ჯარიმა ზოგადი სანიტარული კანონის შესაბამისად.
7.თურქეთში შესვლის ნებართვის გაცემამდე გარანტირებული უნდა იქნეს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მიიღებს ის ქვეყანა, საითაც ის შედის ჩვენი ქვეყანის გავლით, და თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არ მიიღება ამ ქვეყნის მიერ, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლა არ დამტკიცდება.
B.შემოსვლის პროცედურები მძღოლებისთვის
- მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას ახორციელებენ ჯანდაცვის ორგანოები. დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვა მძღოლს არ მიეცემა.
2.ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემოდიან თურქეთის ტერიტორიაზე, ექვემდებარებიან დეზინფექციის პროცესს.
3.სავალდებულოა მძღოლებმა ატარონ ნიღბები ნებისმიერ წერტილში, სადაც შესაძლოა მათ ურთიერთქმედება ჰქონდეთ ადამიანებთან დასვენების / პარკინგის ადგილებში. მათ უნდა იქონიონ საკმარისი ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები, საკვები პროდუქტები და სასმელები თავიანთ ავტომობილებში. საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ესკორტის პროცედურები, ხოლო იძულებითი დასვენების და პარკირების ადგილები განისაზღვრება სამთავრობო ორგანოების მიერ.
ა) მძღოლები, რომლებსაც აქვთ თურქეთის მოქალაქეობა:
ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების მიერ სამედიცინო შემოწმების შემდეგ, თურქ მძღოლებს შეეძლებათ შევიდნენ თურქეთში, თუ ისინი ხელს მოაწერენ ვალდებულებას, რაც ადასტურებს, რომ ისინი დაიცავენ წესს – 14 დღის განმავლობაში იყონ კარანტინში სახლში. ინფორმაცია მისამართისა და პირადობის შესახებ მიეწოდება პროვინციებს, რომ შესაძლებელი გახადონ აღსრულება.
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მძღოლები:
სატრანსპორტო მომსახურება განხორციელდება იზოლირებულ ადგილებში მძღოლების ან / და მისაბმელის ჩანაცვლებით ან საქონლის გადატვირთვით. თუ ეს შეუძლებელია, მათ უნდა შეასრულონ კარანტინის 14-დღიანი წესი და ამის შემდეგ მათ მიეცემათ უფლება თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლის.
გ) საბაჟო ორგანოები მიიღებენ მხედველობაში საგზაო პირობებს, ამინდის პირობებს და საბაჟო ადმინისტრაციის დატვირთვას, მარშრუტის/გზების არსებულ მდგომარეობას, მაქსიმალურ დროს გადაადგილებისათვის იმ უცხოელი მძღოლებისთვის, რომლებიც გადმოტვირთავენ ტვირთს ჩვენს ქვეყანაში. ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების ზომები, რომელიც მოითხოვება შესაბამისი გუბერნატორის / რაიონის გამგეობების მიერ, მიიღება მათი მარშრუტზე მდებარე დასასვენებელ ზონებში / ავტოსადგომზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს წერილობით ვალდებულებას მძღოლებისაგან, რომ ისინი ისინი არ გაჩერდებიან ან არ იქნებიან ლოდინში უმიზეზოდ, გარდა არსებითი შემთხვევებისა. ამ ვალდებულებას ხელს მოაწერს უცხოელი მძღოლი და თუ ზემოხსენებული ვალდებულებები არ შესრულდება, იგი დაისჯება ზოგადი სანიტარული კანონის შესაბამისად.
დ) თურქეთში უცხო ქვეყნის იმ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების / მძღოლების შესვლის შემთხვევაში, რომლებიც ახორციელებენ ისეთი საქონელს, როგორიცაა მედიკამენტები, სამედიცინო საშუალებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც გადაუდებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თუ შეუძლებელია მძღოლების ან / და მისაბმელის ჩანაცვლება ან საქონლის გადატვირთვა, დაიშვება სათანადო სამედიცინო გასინჯვის / შემოწმების პირობებში აუცილებელი დამცავი ზომების მიღება, 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გარეშე.
ე) ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ნახიჭევანის და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლები შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში შესვლას საკარანტინო პერიოდის 14-დღიანი ლოდინის გარეშე, განსაზღვრულ იზოლირებულ უბნებში აუცილებელი ჯანმრთელობის შემოწმების და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციის შემდეგ. ამ პუნქტის ფარგლებში, იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც გადმოტვირთავენ საქონელს ჩვენს ქვეყანაში, გამოიყენება ამ ცირკულარული ნოტის A ნაწილის შესაბამისი მუხლი; მე -4 მუხლი გამოყენებული იქნება მათი მარშრუტის მიხედვით.
C.თურქეთის რესპუბლიკის მძღოლები
1.რაც შეეხება B ნაწილის მე-3 მუხლის (ა) ქვეპუნქტს, თურქეთის მძღოლებს არ შეეძლებათ თურქეთიდან გასვლა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მათ არ დაასრულეს თავიანთი საშინაო საკარანტინო პერიოდი.
2.თურქი მძღოლებს წინადადება ეძლევათ ფლობდნენ დიდი ხნის განმავლობაში საკმარის ნიღბებს, სადეზინფექციო ნივთებს, საკვებს; აგრეთვე გაფრთხილდებიან, რომ დანიშნულების ქვეყანაში და მარშრუტის გასწვრივ დაუკავშირდნენ ადამიანებს სოციალური დისტანციის დაცვით, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, შემდეგ კი უკან დაბრუნდნენ, საქონლის ჩატვირთვის/ გადმოტვირთვის შემდეგ დროის დაკარგვის გარეშე.
3.უცხოელი მძღოლების გასვლისას შემოწმდება მათ მიერ ცირკულარული წერილის პირობების შესრულება. დარღვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებები მიიღებენ სადამსჯელო ზომებს და აკრძალავენ მათ კვლავ თურქეთში შესვლას.
D.პირობები, რომლებიც უნდა იქნას დაცული RORO-თი მგზავრობის დროს.
1.RORO ტრანსპორტით განხორციელდება მხოლოდ მისაბმელის/ნახევარმისაბმელის / კონტეინერის ტრანსპორტირება, არ დაიშვება სამგზავრო და სრული/შეწყვილებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება. მძღოლის ბორანზე განთავსება (როგორც გამონაკლისი), აუცილებელი სიტუაციების შემთხვევაში, უნდა დაადასტუროს პორტის სამოქალაქო ადმინისტრაციამ. ამ ცირკულარულ წერილში მითითებული წესები ასევე გამოიყენება მათზე, ქვეყნიდან შესვლის / ქვეყნიდან გასვლის დროს, რის შესახებაც პორტის სამოქალაქო ადმინისტრაცია აცნობებს მძღოლებს.
2.ბორნის ეკიპაჟისგან და მგზავრებისგან მძღოლების იზოლაციის ვალდებულება, რომლებიც წარმოიქმნება 1-ლი მუხლის შესაბამისად მძღოლთა გემზე განთავსების შემთხვევაში, ეტყობინება გემის კაპიტანს და პორტის სამოქალაქო ადმინისტრაციას.
3.RO-RO -ს რეისით ჩვენს ქვეყანაში ჩასული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, პირველ რიგში მძღოლის კაბინა, ექვემდებარება დეზინფექციას მძღოლებისთვის მიწოდებამდე.
წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო