წარმოგიდგენთ რუმინეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ქვეყნის ტრანზიტად გავლის პროცედურების შესახებ!
რუმინეთში კორონა–ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა მაქსიმალური სატრანზიტო დრო 48 საათი ყველა გადამზიდველი კომპანიისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყანაში შესვლისას გადამზიდველებს გადაეცემათ შესაბამისი სტიკერი და ფორმა–ცნობარი (იხ. დანართი), რომელზეც დაისმება მაკონტროლებლის ბეჭედი ქვეყნის შესასვლელ და გასასვლელ სასაზღვრო პუნქტებში, შესაბამისი სატრანზიტო დერეფნების გამოყენებით.