წარმოგიდგენთ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის ასლს, რომელიც ეხება თურქეთში კორონა-ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებ

აღნიშნულ ნოტით გვამცნობენ, რომ ამა წლის 18 მარტიდან თურქეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტები დაიხურა მგზავრთათვის. შეზღუდვა ეხება ყველა სახის ტრანსპოტს (საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო და ა.შ.).

ფიზიკურ პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თურქეთის საზღვრებს გარეთ ბოლო  14 დღის მანძილზე  ეზღუდებათ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა. შეზღუდვა ვრცელდება ყველა პირზე მოუხედავას იმისა თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა ის, მათ შორის თურქეთისა.

 თურქეთის ბინადრობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ შევიდენ თურქეთის ტერიტორიაზე, თუ შეასრულებენ თურქეთის ჯადნაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ პროცედურებს. თუმცა კარანტინის დასრულებამდე ამ უფლების გამოყენების საშუალება ექნებათ მხოლოდ ერთჯერადად.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებათ გადადით ამ ბმულზე

|