რუსეთის ტერიტორიაზე ტვირთზიდვის მსურველთა საყურადღებოდ!
მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაციის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის 2020 წლის 18 მარტის დადგენილების „COVID 19-ის გავრცელების შეფერხების მიზნით იზოლაციის რეჟიმის უზრუნველყოფა“-ს, თანახმად, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლისას ხდება ყველა პირის იზოლირება 14 კალენდარული დღით.
ეს მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ეკიპაჟებზე. აღნიშნულმა პირებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირადი დამცავი საშუალებები და ვალდებულები არიან დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ადამიანთა კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მოხსენებების თანახმად, პირად დამცავ საშუალებებში იგულისხმება პირველ რიგში სამედიცინო პირბადეები (ცნობისთვის ერთი თვის წინ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ადამიანთა კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურმა რუს მძღოლებს რეკომენდაცია მისცა, თან ჰქონდეთ ერთჯერადი პირბადეების მარაგი მთელი სვლაგეზის ხანგრძლივობის მანძილზე და აღნიშნული ნიღბების გამოცვლა უნდა ხდებოდეს მინიმუმ 1 ჯერ 3 საათში). ასევე რეკომენდებულია სადეზინფექციო ხელსახოცების და საშუალებების (ხსნარები, გელები და ა.შ.) გამოყენება ხელების დასამუშავებლად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოთ მოხსენებული ინფორმაცია რათა თავიდან აირიდოთ შემდგომი გართულებები და ამასთან ერთად გაუფრთხილდეთ თქვენს და თქვენ გარშემო მყოფი პირების ჯანმრთელობას.