გადამზიდველთა საყურადღებოდ!

წარმოდგიდგენთ, საქართველოში თურქმენეთის საელჩოს 2020 წლის 18 მარტის ნოტის 0113/163 ასლს, რომელშიც თურქმენული მხარე გვატყობინებს, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სატვირთო ავტომობილების თურქმენი მძღოლების ნაწილს გაუუქმდა მათზე მანამდე გაცემული აზერბაიჯანული ვიზები, რის გამოც ვერ ახერხებენ აზერბაიჯანში შესვლას. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან გაჩერდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. საელჩო შიშობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იძულებითი გაჩერების გამო, ხსენებულ მძღოლებს შესაძლოა დაეკისროთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდა. შესაბამისად, თურქმენული მხარე გვთხოვს დახმარებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი

|