საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 მარტის 540-ე განკარგულების აღსრულების პროცედურები

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 მარტის 540-ე განკარგულების აღსრულების პროცედურები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულია ჯანმოს მიერ ეპიდემიოლოგიური რისკის მქონე შემდეგი ქვეყნები:

 –         ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა;

–         სამხრეთ კორეა;

–         იტალიის რესპუბლიკა;

–         ირანის ისლამური რესპუბლიკა;

–         ავსტრიის რესპუბლიკა;

–         საფრანგეთის რესპუბლიკა;

–         გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

–         ესპანეთის სამეფო;

–         შვეიცარიის კონფედერაცია;

–         ნორვეგიის სამეფო;

–         დანიის სამეფო.

მძღოლები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან, ექვემდებარებიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას (მათ შორის თერმოსკრინინგს) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რომელსაც საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის ექიმი-ეპიდემიოლოგები.

მიიღება შემდეგი გადაწყვეტილებები:

) მძღოლი საქართველოს მოქალაქეა და ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჯანმოს მიერ ეპიდემიოლოგიუსი რისკის მქონე ქვეყნებში :

 

ა.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექვემდებარება სავალდებულო 14 დღიანი  იზოლაციის პროცედურას (კარანტინი/თვითიზოლაცია);

ა.ბ.) ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია – მძღოლი დადგენილი წესის შესაბამისად გადაიყვანება ინფექციურ საავადმყოფოში;

ა.გ) ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და იმ მძღოლით ჩანაცვლება, რომელიც არ წარმოადგენს რისკს.

 შენიშვნა:

– სავალდებულო კარანტინის ქვეყნებია:ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა და ესპანეთის სამეფო (თვითიზოლაციაში შესაძლებელია გადაყვანილ იქნენ ჯანდაცვიდან მიღებული დასტურის შემთხვევაში).

– სავალდებულო თვითიზოლაციის ქვეყნებია: ავსტრიის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო და დანიის სამეფო.

) მძღოლი არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს და ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჯანმოს მიერ ეპიდემიოლოგიუსი რისკის მქონე ქვეყნებში :

ბ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ხდება მძღოლის ჩანაცვლება იმ მძღოლით, რომელიც არ წარმოადგენს რისკს. ამასთან, ხორციელდება შემდეგი პროცედურები:

ბ.ა.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და შემდგომი გადაადგილება დანიშნულებისამებრ;

ბ.ა.ბ) მძღოლი, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ექვემდებარება უკან გაბრუნებას;

ბ.ა.გ) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ;

ბ.ა.დ) თავდაპირველი გამწევი (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) ექვემდებარება უკან გაბრუნებას.

ბ.ა.ე) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია.

ბ.ბ.) ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია – მძღოლი და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება უკან გაბრუნებას ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეკომენდაციით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

გ) თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით ხორციელდება შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მისი გადაყვანა და ზემოაღნიშნული „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.

დ) ჯანმოს მიერ ეპიდემიოლოგიური რისკის მქონედ განსაზღვრული ქვეყნებიდან  შემოსული ტრანზიტული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე  გადაადგილდება ესკორტირებით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    საყურადღებოა!

ა)  უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დაწესებული შეზღუდვა საქართველოში შემოსვლაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე;

ბ) საქართველოში შემომსვლელი მძღოლები (მათ შორის ტრანზიტული) ექვემდებარებიან სავალდებულო სკრინინგს;

იხილეთ თანდართული ფაილი

|