უსაფრთხოება
უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებია:
საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით დარგში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული უსაფრთხოების ტექნიკური პირობების და ნორმების ანალიზი, მათი იმპლემენტაციისათვის აუცილებელი წინადადებების მომზადება და რეალიზაციაში მონაწილეობა;
სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო კონცეფციებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში, საექსპერტო კომისიების და ჯგუფების ორგანიზებასა და მუშაობაში მონაწილეობა;
სამსახურის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემთა კომპიუტერული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მონაცემთა ანალიზი;
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ევროსაბჭოს და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) /საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) წესების, დირექტივებისა და რეზოლუციების, დარგში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატების, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის ან გაუქმების უზრუნველყოფა, შესაბამისი სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშის ბლანკებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის ფირნიშის ბლანკების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამზადების ორგანიზებაში მონაწილეობა.
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) დებულებების შესაბამისად ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების (მძღოლის ბარათი, კომპანიის ბარათი, სახელოსნოს ბარათი და მაკონტრლებლის ბარათი) დამზადების, გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, მოქმედების შეჩერების ან გაუქმების უზრუნველყოფა, მათ აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საქმიანობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება;
ტაქოგრაფების დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საქმიანობის განმახორციელებელი სახელოსნოების (შემდგომ – სახელოსნოები) ნუსხაში შეტანის და ნუსხიდან ამოღების უზრუნველყოფა, ტაქოგრაფების დაყენებაზე, შემოწმებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე დაშვების მოწმობების გაცემა, სახელოსნოების უწყებრივი რეესტრის წარმოება;
სახელოსნოების ხელმძღვანელობისაგან შესრულებული სამუშაოების შესახებ დადგენილი ფორმით ყოველწლიური ინფორმაციის მიღება და მათი საქმიანობის ანალიზი;
სახელოსნოებისა და მექანიკოსების ნუსხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელოსნოების მომსახურების მომხმარებლებისათვის და AETR-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტურო ორგანოებისათვის, აგრეთვე მათთვის ოპერატიულად ინფორმაციის მიწოდების ორგანიზება ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა ან გაუქმების თაობაზე;
ეროვნული გადამზიდველების მიერ ECMT-ს სერტფიფიკატების, განაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობების, ციფრული ტაქოგრაფების ელექტრონული ბარათების გაყალბებისა ან არასწორად გამოყენების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისა, ან ადგილობრივი უფლებამისილი მაკონტროლებელი ორგანოებისაგან ინფორმაციის მიღებისას, მისი განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მიწოდება დამრღვევ პირზე გაცემული დოკუმენტების მოქმედების შეჩერებისა ან გაუქმების და შემდგომში მასზე ახალი დოკუმენტების გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ;
დარგში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის (ბარგის) გადაზიდვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მათ რეალიზაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში მასალების მომზადება მათში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის წესი და პირობები:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის წესი და ამ სახის გადაზიდვების განსახორციელებლად ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული მოთხოვნები მოყვანილია ”სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტიპიურ წესებში (ST/SG/AC.10/1/Rev(vol.1)) “სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ” ევროპის შეთანხმებაში (ADR) და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №32 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტში „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესი”.
- საერთაშორისო ნორმებისა და წესების შესაბამისად სახიფათო ტვირთი საშიშროების ტიპის მიხედვით იყოფა 9 კლასად:
1 კლასი – ფეთქებადი ნივთიერებები;
2 კლასი – აირები;
3 კლასი – ადვილაალებადი სითხეები;
4 კლასი _ ადვილაალებადი მყარი ნივთიერებები;
5 კლასი _ მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები;
6 კლასი _ ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები;
7 კლასი _ რადიოაქტიური ნივთიერებები;
8 კლასი _ კოროზიული და მწველი ნივთიერებები;
9 კლასი – სხვა სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები.
- სახიფათო ტვირთი საერთაშორისო გადაზიდვებისას აღინიშნება გაეროს მიერ მინიჭებული ოთხციფრა კოდით.
- ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ სამი წლის სტაჟით.
- სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლმა თან უნდა იქონიოს:
ა) სერტიფიკატი მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ;
ბ) გადაზიდვის მარშრუტის სქემა;
გ) მძღოლებისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქცია;
დ) სასუნთქი ორგანოებისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები წერილობითი ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის წიგნაკი;
ვ) საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელებისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე გაცემული სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე
ზ) შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ან უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით და მინიჭებული აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას/ნებართვას;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი დოკუმენტი.
- ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მარშრუტი უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან შემდეგ შემთხვევებში:
ა) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას;
ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება რთულ საექსპლუატაციო პირობებში;
გ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, რომელიც სრულდება სამზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით კოლონაში.
- ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა პასუხობდეს (ADR) -ის შეთანხმების დებულებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი.
- სატრანსპორტო საშუალებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ახორციელებენ აკრედიტებული ტესტირების ცენტრები.