გადამზიდველთა საყურადღებოდ!

ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების გაცემის საკითხთა განმხილველმა კომისიამ 2019 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე, იმსჯელა რა ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი ნებართვების მაძიებელთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ, მიიღო გადაწყვეტილება ეცნობოს ECMT ნებართვის მაძიებელ გადამზიდველ კომპანიებს შემდეგი:

– ინდივიდუალურ მეწარმეს არ ესაჭიროება დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შრომითი ხელშეკრულების სახით, თუ აღნიშნული პირი მისივე საწარმოში საქმიანობას ახორციელებს მენეჯერის და/ან მძღოლის პოზიციაზე და გააჩნია პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები;

– კერძო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებმა, რომელნიც ახორციელებენ მენეჯერის და/ან მძღოლის საქმიანობას, აღნიშნული უნდა დაადასტურონ წერილობითი ფორმით.

|