გადამზიდველთა საყურადღებოდ!

     გაცნობებთ, რომ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში 2022 წლის ECMT მრავალმხრივი (ტრანსპორტის 

მინისტრთა ევროპის კონფერენციის) ნებართვების მსურველთა განცხადებების მიღება (პირველი კომისიის ფარგლებში) დაიწყება მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და გაგრძელდება 12 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2022 წლის ECMT მრავალმხრივი ნებართვების მიღების მსურველთა განცხადებების (იხილეთ განცხადების ფორმა) რეგისტრირება  სააგენტოში  (რეგიონული განყოფილებების ჩათვლით) განხორციელდება მხოლოდ  ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ:

  1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი – იურიდიული პირისა ან ინდივიდუალური მეწარმისათვის, სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის;
  2. ნებართვის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების და ECMT (ITF) მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაცია;
  3. მეწარმის მფლობელობაში არსებული, წარმოდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ასლი. მისი იჯარის, ქირავნობის ან ლიზინგის შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების ასლი;
  4. სატვირთო ავტომობილის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის ECMT სერტიფიკატის (A და B) ასლი;
  5. სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT სერთიფიკატის ასლი;
  6. საწარმოში დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი CPC დიპლომის ასლი;
  7. საწარმოში დასაქმებული მძღოლის საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტის (CPC სერტიფიკატი და/ან კოდი 95) ასლი;
  8. საწარმოში დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის და მძღოლის მეწარმე სუბიექტთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი ხელშეკრულებების (დადებული არანაკლებ მოთხოვნილი ნებართვის მოქმედების ვადით) ასლი.

ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32-ე დადგენილების „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) №1071/2009 რეგლამენტის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც საწარმოში დასაქმებულ სატრანსპორტო მენეჯერს შეუძლია წარმართოს არა უმეტეს ოთხი სხვადასხვა საწარმოს სატრანსპორტო საქმიანობა, რომელთა სატრანსპორტო საშუალებების ჯამური რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს.

|