გადამზიდავთა საყურადღებოდ!
20.09.21
დაიწყო CPC მენეჯერის კურსზე რეგისტრაცია, ტრენინგზე მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ, მთავრობის N322 დადგენილების მოთხოვნებს და უნდა წარმოადგინონ:
1) სრულად ვაქცინაცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღსანიშნავია, რომ სრულად ვაქცინაციიდან (მეორე დოზით აცრიდან) გასული უნდა იყოს 14 კალენდარული დღე, ან;
2) პისიარ (PCR) კვლევის (72 საათში ერთხელ) დამადასტურებელი დოკუმენტი (უარყოფითი შედეგით), ან;
3) სწრაფი ანტიგენის ტესტის (24 საათში ერთხელ) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (უარყოფითი შედეგით).
4) ტრენინგზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია, თუ კორონავირუსის (COVID-19-ის) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ (14 დღე) არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საინფორმაციო ცენტრს: 236 55 01