თურქეთის რესპუბლიკის მე – 3 ქვეყანაში/მე – 3 ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვის გაცემის პირობები
15.09.21
შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული ნებართვების გაცემა დაიწყება 20 სექტემბერს, დილის 9.00 სთ – დან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სამივე ფილიალში (თბილისი, ბათუმი, ფოთი)
1. ნებართვა გაიცემა, მხოლოდ დაუჩქარებელი წესით (სამივე ფილიალში);
2. CEMT – ის, BSEC – ის, TRACECA – ს ნებართვების ქონა არ წარმოადგენს გაცემაზე დამაბრკოლებელ გარემოებას;
3. აუცილებელია, წარმოდგენილ იქნას გახარჯული ნებართვა, არა მხოლოდ ბოლოს მიღებულის, არამედ კომპანიაზე არ უნდა ფიქსირდებოდეს ნაშთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებართვა არ გაიცემა;
4. კომპანიაზე, რომელსაც 2021 წლის განმავლობაში აღებული აქვს თურქეთის მე – 3 ქვეყანაში/მე – 3 ქვეყნიდან გადაზიდვის ნებართვა 1 – დან 5 – მდე ავტომობილზე, გაიცემა ერთი ნებართვა, 6 – დან 10 – ავტომობილამდე გაიცემა ორი ნებართვა , ხოლო 10-ზე მეტი ავტომობილის შემთხვევაში – სამი ნებართვა.
5. ნებართვა გაიცემა მხოლოდ გადამზიდველზე, რომელსაც სატრანსპორტო საშუალება გააჩნია საკუთრებაში ან მფლობელობაში ლიზინგის ფორმით.
6. აუცილებელია დასაბუთდეს სატრანსპორტო ოპერაცია და წარმოდგენილ იქნეს სატრანსპორტო ოპერაციის შესაბამისი ნებართვები, რათა მოხდეს სწორად ნებართვის ტიპის განსაზღვრა (შეზღუდული/შეუზღუდავი).