თურქეთის სპეციალური ნებართვის გაცემის პირობები:
10.09.21
გაცნობებთ, რომ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გასაცემად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ
ერთ გადამზიდველზე, ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში, გაიცემა მხოლოდ სამი ნებართვა (ერთ ავტომობილზე ერთი ცალი), მიუხედავად განმცხადებლის მფლობელობაში არსებული ავტომობილების რაოდენობისა;
ნებართვა გაიცემა, როგორც დაჩქარებული, ასევე, დაუჩქარებელი წესით (სამივე ფილიალში), ამასთან, დღეს, 10 სექტემბერს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დაუჩქარებელი წესით;
ECMT, ტრასეკას ნებართვების ქონა არ წარმოადგენს თურქეთის სპეციალური ნებართვის მიღების დამაბრკოლებელ გარემოებას;
აუცილებელია წარმოდგენილ იქნას გახარჯული თურქეთის სპეციალური ან ბისეკის ნებართვა ორიგინალის სახით;
ნებართვის მისაღებად არ არის საჭირო CMR-ის ან ხელშეკრულების წარმოდგენა;