თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტვირთზიდვის მსურველთა საყურადღებოდ

10.09.21

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გაცნობებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის (სპეციალური) ნებართვების გაცემა, დაიწყება ორშაბათს, 13 სექტემბერს, დილის 9.00 სთ – დან – სააგენტოს თბილისის, ბათუმისა და ფოთის ოფისებიდან.
ხოლო, რაც შეეხება მე – 3 ქვეყანაში/ მე – 3 ქვეყნიდან გადაზიდვის თურქეთის რესპუბლიკის ნებართვებს, მათი გაცემა დაიწყება, 20 სექტემბერს, დილის 9.00 სთ – დან, ასევე ერთდროულად სააგენტოს სამივე ოფისიდან.

|