სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
08.09.21
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ლევან გამყრელიძე უხელმძღვანელებს.სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, 2004 წლიდან, ლევან გამყრელიძეს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობები ეკავა – იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი, ასევე სს საქართველოს ბანკში იკავებდა პრობლემური აქტივების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს.
ლევან გამყრელიძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
მას გავლილი აქვს ა.შ.შ. – ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის უმაღლესი კურსი.