გადამზიდავთა საყურადღებოდ!

31.08.2021

გაცნობებთ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 3, 6 და 12 სექტემბერს, დროებით შეიზღუდება სატვირთო 

დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, რომელთა ტექნიკურად დასაშვები სრული მასა აღემატება 12 ტონას (მისაბმელის, ნახევარ მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა/დანადგარის, ტრაქტორის და  სპეციალიზებული მანქანა/დანადგარის ჩათვლით).

გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ სატვირთო ავტომობილებზე, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთის (ADR), ცოცხალი ცხოველების, მალფუჭებადი პროდუქტის ან იმ ტვირთის გადაზიდვას რომელიც საჭიროებს კონტროლირებად ტემპერატურას (მაგ: გაყინული პროდუქტი).

ზემოთხსენებული შეზღუდვა მიზნად ისახავს ადგილობრივი დღესასწაულის – უნიფიკაციის დღის განმავლობაში საგზაო უსაფრთხოების ეფექტურ უზრუნველყოფას და ვრცელდება ეროვნული საგზაო ქსელის განსაზღვრულ სექტორებზე.

ბულგარეთის რესპუბლიკის საგზაო მოძრაობის აქტის თანახმად, გადაადგილების დროებითი შეზღუდვის პირობების დარღვევა ითვალისწინებს სანქციას.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ ბულგარეთის რესპუბლიკის 2021 წლის 30 აგვისტოს ნოტიფიკაციას 

გთხოვთ იხილოთ დანართი

 

|