ბულგარეთის რესპუბლიკაში გამოცხადებული საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ვადა გახანგრძლივდა 2021 წლის 31 აგვისტომდე
03.08.2021
გაცნობებთ, რომ ბულგარეთის რესპუბლიკაში გამოცხადებული საგანგებო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ვადა გახანგრძლივდა
2021 წლის 31 აგვისტომდე. ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებების თანახმად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისა და საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას, მძღოლი თავისუფლდება ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისათვის საჭირო PCR ტესტირების / კოვიდ-19 ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისგან.
პირბადის ერთჯერადი ან მრავალჯერადი გამოყენება სავალდებულო რჩება საჯარო თავშეყრის დახურულ სივრცეებში (გარდა საკვები და სასმელი დაწესებულებებისა) და საჯარო თავშეყრის ღია სივრცეებში სადაც შეუძლებელია ადამიანებს შორის მინიმუმ 1.5 მეტრის დისტანციის დაცვა.