გადამზიდავთა საყურადღებოდ!

28.07.2021

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში დაიწყო BSEC-ის საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მიღების მიზნით განაცხადების მიღება, რომლის 

გამოყენებაც შესაძლებელია ასევე, საქართველოდან თურქეთის ტერიტორიაზე ცარიელი შესვლისადა დატვირთული გამოსვლისათვის.

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, BSEC-ის  ნებართვა გაიცემა თურქეთის სპეციალური ნებართვის გახარჯული ბლანკის წარმოდგენის საფუძველზე, კვირის განმავლობაში ერთ გადამზიდავზე არაუმეტეს 3 (სამი) ცალი, ხოლო ერთ ავტომობილზე არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი.

BSEC-ის  ნებართვა არ გაიცემა, თუ გადამზიდავი ფლობს ECMT საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის ნებართვას.

ასევე, გაცნობებთ, რომ თურქეთის სპეციალური ნებართვების (ცარიელი შესვლა და დატვირთული გამოსვლა) დამატებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთის მხარესთან.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ სააგენტოს საინფორმაციო ცენტრს ნომერზე – 0322365501.

 

|