ADR -ის და CPC DRIVER-ის მოწმობების შეცვლის პროცედურა!

22.07.2021

გაცნობებთ, რომ შეიცვალა ADR -ის და  CPC DRIVER-ის მოწმობების შეცვლის პროცედურა.

ADR -ის მოწმობის შეცვლისთვის აუცილებელია:

  • შეცვლაზე უფლებამოსილი პირის განცხადება (განაცხადის დაწერა შესაძლებელია სააგენტოს თბილისის, ბათუმის და ფოთის ფილიალში);
  • საფასურის გადახდის ქვითარი  (საფასური შეადგენს- 20 ლარს).

CPC DRIVER-ის მოწმობის შეცვლისთვის აუცილებელია:

  • შეცვლაზე უფლებამოსილი პირის განცხადება (განაცხადის დაწერა შესაძლებელია სააგენტოს თბილისის, ბათუმის და ფოთის ფილიალში);
  • მართვის მოწმობის ასლი;
  • საფასურის გადახდის ქვითარი  (საფასური შეადგენს – 50 ლარს).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ – 0322365501

|