სიახლე გადამზიდავთა საყურადღებოდ!
08.07.2021
მოლაპარაკებების შედეგად ავსტრიის მხარის მიერ დამატებით მოწოდებულია ავსტრიის ერთჯერადი ორმხრივი/ტრანზიტული ნებართვები.
აღნიშნული ნებართვების მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ფილიალებში.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სააგენტოს საინფორმაციო ცენტრს – 032 2 36 55 01.