გადამზიდველთა საყურადღებოდ!
23.06.2021
გაცნობებთ, რომ ხვალიდან, 2021 წლის 24 ივნისიდან სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თბილისისა და ბათუმის ფილიალებში დაიწყება განაცხადების მიღება TRACECA-ს საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვაზე.
ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ TRACECA-ს წევრი ქვეყნიდან ყაზახეთში ტვირთის გადასაზიდად აუცილებელია შესაბამისი ერთჯერადი ნებართვა – ყაზახეთის მესამე ქვეყანაში (დან).
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ სააგენტოს საინფორმაციო ცენტრს ნომერზე – 0322365501.