გადამზიდველთა საყურადღებოდ!
14.06.2021
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრმა IRU-სთან, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის ორგანიზაციასთან, ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, მიაღწია შეთანხმებას და მიიღეს გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს შემდეგს: იმ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა და შესაბამისი კატეგორიები (C ან/და E) აღებული აქვთ 2015 წლამდე და მინიჭებული აქვთ კოდი 95-ის სტატუსი (CPC მძღოლი) 3 წლიანი ვადით, მოცემული ვადა გაუგრძელდებათ კიდევ 2 წლით, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვებში ჩართული მძღოლების შეუფერხებელ გადააგილებას ევროპის მიმართულებით.
გარდა ამისა, მიღწეულ იქნა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმება. იმის გამო, რომ საქართველოს მასშტაბით ერთადერთი ორგანოა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრი, რომელსაც IRU-მიერ მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია, სადაც მიმდინარეობს მძღოლებისა და მენეჯერების გადამზადება და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, შეთანხმების შედეგად დადგინდა, რომ ის მძღოლებიც კი, რომლებსაც მართვის მოწმობა და შესაბამისი კატეგორიები (C ან/და E) აღებული აქვთ 2015 წლამდე და ამის გამო უფლება აქვთ გაიარონ 1 დღიანი შემოკლებული კურსი, სერტიფიკატსა და ბარათს აიღებენ არა 3 წლით, არამედ 5 წლიანი მოქმედების ვადით.