გადამზიდველთა საყურადღებოდ!

14.06.2021

გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის იმოქმედებს ნებართვების გამოყენების შემდეგი რეჟიმი:

– ყოველი ნებართვა მოქმედებს პირდაპირი და უკუმიმართულებით;

– თუ უკან დაბრუნების მარშრუტი იცვლება (ორმხრივის ნაცვლად ტრანზიტული ან პირიქით, ასევე ორმხრივი ან ტრანზიტული გადაზიდვის ნაცვლად მესამე ქვეყანაში გადაზიდვა, ან მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის შემდეგ სხვა მესამე ქვეყანაში გადაზიდვა), საჭიროა მეორე (შესაბამისი) ნებართვა.

 

 

|