გადამზიდველთა საყურადღებოდ!
28.04.2021
როგორც ყაზახეთის მხარემ დღეს შეგვატყობინა, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღეს, 2021 წლის 28 აპრილს, ყაზახეთის რესპუბლიკის მრეწველობისა
და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის კომიტეტს ეცნობასაერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მთავრობათაშორისი ხელშეკრულების ცვლილებებისა და დამატებების ოქმის ძალაში შესვლის შესახებ, რის შემდეგაც პრაქტიკულად ამოქმედდა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სანებართვო რეჟიმი. გთხოვთ გაითვალისწინოთ.