გადამზიდველთა საყურადღებოდ!
25.02.2021
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ტერიტორიაზე BIREG-ის ელექტრონულ სისტემაში ნებართვის წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ოპერაციისგანსახორციელებლად. გაცნობებთ, რომ ბოლო დროს, აღნიშნულ სარეგისტრაციო პროცედურებთან დაკავშირებით წარმოქმნილი ხარვეზების (არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის მითითება) შედეგად, ხშირია საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების ფაქტები უნგრეთის ტერიტორიაზე (2000-2500 ევროს ოდენობით).
არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, ქართული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს უნგრეთის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან BIREG-ის სისტემის ამოქმედების გადავადებისა და არსებული საჯარიმო რეჟიმის შემსუბუქების მიზნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, BIREG-ის ნებართვის სავალდებულო რეგისტრაციის სისტემის შესაბამისი პროცედურების დაზუსტებამდე და გადამზიდველების მხრიდან მათ სრულყოფილად ათვისებამდე სიფრთხილით მოეკიდოთ უნგრეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებას.
BIREG-ის ელექტრონულ სისტემაში ნებართვის წინასწარ სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://lta.gov.ge/?p=1637#more-1637