გადამზიდველთა საყურადღებოდ!

24.02.2021

გაცნობებთ, რომ შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიაზე მომგებიანი საქმიანობის განხორციელებისას მესამე ქვეყნის (რომელიც არ წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრს(EFTA)) მოქალაქეებზე ვრცელდება ვიზის ფლობის ვალდებულება (იმ შემთხვევაშიც თუ საქმიანობა კალენდარული წლის მანძილზე არ აღემატება 8 დღეს).  აღნიშნული ანაზღაურებადი საქმიანობა მოიცავს როგორც საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს, ასევე სამგზავრო გადაყვანებს, შესაბამისად მათი განხორციელებისას მძღოლი ექვემდებარება სავიზო რეჟიმს.

გასათვალისწინებელია, რომ შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ტრანზიტული გადაადგილებისას  საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ან მგზავრთა გადაყვანის მიზნით, მძღოლი არ ექვემდებარება სავიზო რეჟიმს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი 1

|