გადამზიდველთა საყურადღებოდ!
03.02.2021
გთხოვთ იხილოთ უნგრეთის ხელისუფლების მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია, ნებართვის წინასწარი რეგისტრაციის სისტემის (BIREG) შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ორმხრივი და მრავალმხრივი ნებართვების ლეგიტიმურ გამოყენებას და კონტროლს.
გაცნობებთ, რომ წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა უნგრეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ოპერაციის განსახორციელებლად. გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისათვის აუცილებელია მეწარმე სუბიექტის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მითითება.
ქვეყნებსა და გადამზიდველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის – bireg@itm.gov.hu და info@bireg.info.hu, ან BIREG- ის სატელეფონო ცენტრის მეშვეობით – TEL: +3615100505 ინგლისურ, რუსულ და უნგრულ ენებზე.
BIREG ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://bireg.gov.hu/bireg
სისტემაში რეგისტრაციის გავლა შესაძლოა როგორც კომპიუტერის, ასევე მობილური მოწყობილობის საშუალებით.