გადამზიდველთა საყურადღებოდ!
21.01.2021
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების საფუძველზე კვოტის ფარგლებში გაცვლილი მრავალჯერადი ნებართვის გასაცემად, განცხადებების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 25 იანვრიდან.
ნებართვის მისაღებად განცხადების გაკეთების დროს, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის გარდა, გადამზიდველს უნდა გააჩნდეს:
1) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი – კონკურსის წესით გაცემული მოქმედი ნებართვა (წარმოდგენა სავალდებულო არ არის);
2) მინიმუმ EURO – 4 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება (რუსეთის მხარის მოთხოვნა).