გადამზიდველთა საყურადღებოდ!
09.11.2020
წარმოგიდგენთ თურქმენეთში საქართველოს საელჩოს წერილს, რომლითაც გვატყობინებს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მ/წლის 4 ნოემბრის დადგენილებით, „აშხაბადის შეთანხმების“ (ომანი-ირანითურქმენეთი-უზბეკეთი) და „ლაპის ლაზულის შეთანხმების“ (ავღანეთითურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) მონაწილე ქვეყნების კუთვნილ, ან ამ ქვეყნების გავლით მოძრავ სხვა ქვეყნების სატვირთო ავტომობილებზე (მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი და ნახევრად მისაბმელები), თურქმენეთის ტერიტორიაზე შემოსვლისა და მისი ტრანზიტულად გავლისთვის, 2020 წლის 15 ნოემბრიდან 2021 წლის 15 ნოემბრამდე, მოხდა მოსაკრებლების ახალი განაკვეთების დაწესება. გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი