გადამზიდველთა საყურადღებოდ!

29.10.2020

ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სსიპ სახმელეთოტრანსპორტისსააგენტოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის მარტიდან დროებით იქნა შეჩერებული ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) სააღრიცხვო წიგნის შევსებული ფურცლების ასლების მიღება.

ვინაიდან COVID–19-თან დაკავშირებული შეზღუდვები ისევ გრძელდება, საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის 2014 წლის იანვრის ტმეკ-ის მრავალმხრივი კვოტა მომხმარებლის სახელმძღვანელოს მე-5 მუხლის 5.12. პუნქტის ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც „შევსებული სააღრიცხვო ფურცლების პირველი პირი რჩება სააღრიცხვო წიგნში ნებართვაში მითითებული ვადის ამოწურვამდე. ერთწლიანი ნებართვის შემთხვევაში, მოხდება შევსებული ფურცლების ასლების ამოღება და გაგზავნა კომპეტენტური უწყების ან ორგანოს მიმართ ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში, ხოლო მოკლევადიანი ნებართვები კი ეგზავნება კომპეტენტურ უწყებას ან ორგანოს“- სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული შევსებული ფურცლების ასლები ჩაიბაროს ელექტრონული სახით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე ecmt@lta.gov.ge.

გადამზიდველთა ხელთ არსებული, სააღრიცხვო წიგნების 2020 წლის განმავლობაში დაგროვებული, ასევე ახლად შევსებული ფურცლების ასლები უნდა იქნეს წარმოდგენილი ისეთი ფორმით, რომ ინფორმაცია იკითხებოდეს სრულფასოვნად და აუცლებლად უნდა ახლდეს ECMT სააღრიცხვო წიგნების შევსებული ფურცლების ჩასაბარებელი განცხდების შევსებული ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააღრიცხვო წიგნის ფურცლების ასლები არ იქნება განხილული და დამუშავებული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ და არ ჩაითვლება წარმოდგენილად.

გთხოვთ 2020 წლის აგვისტომდე გამოყენებული ფურცლების ასლები წარმოადგინოთ 2020 წლის აგვისტოს ბოლომდე, ხოლო შემდეგ თვეებში გამოყენებული ფურცლების ასლები – დადგენილ ვადებში.

 

|