O.I.T.A.F.

O.I.T.A.F. – ქართულად „ოიტაფ“-ი, აღნიშნავს საბაგირო ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციას. იგი1959 წელს  დაარსდა იტალიაში (მილანში). დღეისთვის „ოიტაფ“-ის წევრია მსოფლიოს 30 ზე მეტი ქვეყანა.        „ოიტაფ“-ი აერთიანებს საბაგირო ტრანსპორტთან დაკავშირებულ სამ კატეგორიას:

  • ბაგირგზების საწარმოებს (ე.ი. ვინც ექსპლოატაციას უწევს);
  • ბაგირგზების ტექნიკის მწარმოებელ ფირმებს;
  • საზედამხედველო ორგანოებს (სახელმწიფო და, აგრეთვე, საზოგადოებრივსა და სამომხმარებლოს).

და მიზნად ისახავს ყველა ამ მიმართულებით აქტუალური პრობლემების კომპლესურად გადაჭრასა და მოგვარებას.  გარდა ამისა „ოიტაფ“-ი აერთიანებს საბაგირო ტრანსპორტის განვითარებით და სხვა სათანადო კვლევებით დაკავებულ უნივერსიტეტებს, უმაღლეს სკოლებს, კვლევით ლაბორტორიებს და კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა და ინტერესები დაკავშირებულია საბაგირო ტრანსპორტთან.  „ოიტაფ“-ის მიზნები დებულებით ასეა განსაზღვრული:

  • საბაგირო ტრანსპორტის პროგრესისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სათანადო ეკონომიკური, ტექნიკური და სამართლებრივი საკითხების დამუშავება და მოგვარება;
  • კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარება, რომლებიც საბაგირო ტრანსპორტის განვითარებასა და პროგრესს ემსახურება;
  • საბაგირო ტრანსპორტის დარგში ეროვნული სამართლებრივი ნორმატიული დოკუმენტების სათანადო ევრონორმებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
  • საბაგირო ტრანსპორტის პროექტირების, მშნებლობის, ექსპლოატაციის  და გამოცდის რეგლამენტებისა და რეკომენდაციების ერთიანი საერთაშორისო ნორმატიული დოკუმენტების შედგენა;
  • საბაგირო ტრანსპორტის დარგში საერთაშორისო კონგრესის გამართვა (6 წლის ინტერვალით);
  • კონგრესებს შორის ინტერვალებში ყოველწლიური თემატური სემინარების ჩატარება.

საქრთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო „ოიტაფ“- ის წევრია და თანამშრომლობს მასთან ეროვნული ნორმატიული დოკუმენტების სათანადო ევროპულ ნორმებთან ჰარმონზაციის საკითხებში.
http://www.oitaf.org/index_e.htm

|