UNECE
UNECE – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია დაარსთა 1947 წელს, კომისიის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ხელშესაწყობად. ორგანიზაცია აერთიანებს 56 წევრ სახელმწიფოს. იგი განსაზღვრავს იმ ნორმებს, სტანდარტებსა და კონვენციებს, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ საერთაშორისო თანამშრომლობას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
UNECE-ის ტრანსპორტის სფეროს უმაღლესი პოლიტიკური მიმღები ორგანო არის სახმელეთო ტრანსპორტის კომიტეტი(ITC). ბოლო 60 წლის განმავლობაში ITC- მ მის დამხმარე ორგანოებთან ერთად უზრუნველყო პან-ევროპული მთავრობათაშორისი ფორუმი, რათა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის წევრ ქვეყნებს შორის ჩამოეყალიბებინათ ეკონომიკური თანამშრომლობის მექანიზმები და მიეღოთ შიდა ტრანსპორტის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები. ეს სამართლებრივი დოკუმენტები აუცილებლია უსაფრთხო და მდგრადი პან-ევროპული სატრანსპორტო სისტემების ეფექტური, ჰარმონიული და ინტეგრირებული განვითარებისათვის.